Wallet, ცარიელი
- Titel
- Wallet, ცარიელი
- Beskrivning
- ეს, ჩემი ცარიელი საფულეა.... მართალია ის მთლიანად ცარიელი თითქმის არასდროს არის ხოლმე, მაგრამ საკმარისი ფული არასდროს არის. შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა „საკმარისი“; მე ტრანზიციაზე მეოცნებე ტრანსგენდერი კაცი ვარ. ამ ყველაფერს იმდენი ფული სჭირდება რამდენიც ჩემს საფულეში ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს არ იქნება... მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში (საქართველო) სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ლგბტ ადამიანები დაუცველები ვართ შრომით ბაზარზე. განსაკუთრებული პრობლემები ტრანსგენდერ თემს ექმნება... სხვადასხვა ტიპის ვაკანსიებზე გამიგზავნია ჩემი რეზიუმე, მაგრამ გასაუბრებას ვერასდროს გავდიოდი... ყველგან ერთი და იგივე, დაზეპირებული ფრაზების ფონზე, (გადავხედავთ და დაგიკავშირდებით) გაოცებული მზერა მხვდებოდა. მზერა, რომელიც სავსე იყო ზიზღით, კითხვებით და ფიქრებით „რა არის“? „ვინ არის“? „რატომ გამოიყურება ასე“? რაც ვფიქრობ ჩემი დაუსაქმებლობის ძირითადი მიზეზი ხდებოდა ხოლმე. წარსულში იმიტომ ვწერ რომ, ახლა ჩემს ქვეყანაში სამსახურს აღარ ვეძებ, ჰო... იმედი დავკარგე. ამიტომ, დიდი ხანია ვცდილობ ქვეყნიდან წასვლას, იმედი მაქვს იქ მაინც ვიპოვნი სამსახურს, ჩემს ცარიელ საფულეში გაჩნდება „საკმარისი“ თანხა და ჩემი ოცნებაც რეალობად იქცევა.
- Alternate Description
- This is my empty wallet… It is true that the wallet is almost never completely empty, but, on the other hand, there is never enough money in it either. It is not an accident that I mentioned this word ‘enough’; I am a transgender man who dreams of transition. Too much money is needed for this and who knows when I will have it… The reason is that in our country (Georgia) there are many problems and one of them is that we, lgbt persons, aren’t protected on the labour market. The transgender community faces its special problems… I’ve been sending my resume applying for different jobs, but never managed to get past job interview… I was always met by the same incredulous gaze while the background was made up by banal words such as ‘we’ll review this and contact you later’. Their gaze was full of scorn, questioning me: ‘what is this?’ “who is this’? ‘why does she/he look like this?’ I think that this is the main reason of my unemployment. I write in the past tense because I am no longer looking for job in this country… Yes, I lost all hope. Thus, I have been trying to leave Georgia. Maybe I will be able to get a job somewhere else. Then my empty wallet will be filled by ‘enough’ money and my dream will become reality.
- Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_594
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:29:09+01:00
- Skapat datum
- 2017-01-18T21:01:24+01:00
Del av Wallet, ცარიელი