Cross
- Titel
- Cross
- Beskrivning
- ცხოვრება ორი ხელით “მემარჯვენე” დავიბადე. არა, ეს სიცრუეა. არ ვიცი, როგორი დავიბადე. მხოლოდ ის ვიცი, რომ როდესაც ხუთი თუ ექვსი წლისა ვიყავი, მარჯვენა ხელით დავიწყე წერა და შემდეგი 21 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია საჭიროება, რომ მარცხენათი მეწერა. მარჯვენა ჩემთვის ბუნებრივი იყო. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. უცებ უცნაური სურვილი გამიჩნდა, რომ შევცვლილიყავი. მხოლოდ მარჯვენა ხელით წერა თავს შეზღუდულად მაგრძნობინებდა. ვგრძნობდი, ეს ხელი უნდა ჩამენაცვლებინა. ამიტომაც დავიწყე სწავლა, როგორ მეწერა მარცხენა ხელით. ანბანით დავიწყე. ეს შრომატევადი პროცესი იყო, მაგრამ მე უკან დახევას არ ვაპირებდი. ყველაფერს მარცხენა ხელით ვწერდი, ვგრძნობდი, რომ უნდა მომერჯულებინა, ჩემად მექცია, მარჯვენასავით ლაღი გამეხადა. ეს ადვილი არ იყო. ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, მაგრამ ბოლოს შედეგს მივაღწიე. მარცხენათი წერა უკეთ გამომდიოდა და მსიამოვნებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ ისევ რაღაც მოხდა. მართალია, მარცხენა ხელით წერა გამიადვილდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მარჯვენას მაინც ვერასდროს აჯობებდა. ამიტომ გადავწყვიტე, ისევ მარჯვენას დავბრუნებოდი. მაშინ საშინელი რამ აღმოვაჩინე: ჩემი მარჯვენა ხელი მე აღარ მეკუთვნოდა. ან, უფრო ზუსტად, მე აღარ ვეკუთვნოდი მხოლოდ მარჯვენა ხელს. თავზარი დამეცა და გული გამიტყდა, მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ძალიან დავიბენი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს არც ერთი ხელი აღარ იყო ჩემი. მინდოდა, მეორე ხელითაც მესარგებლა და ამის ნაცვლად, ორივე დავკარგე. ეს კოშმარი დიდხანს გაგრძელდა, სანამ ბოლოს ამ ამბის მორალს არ მივაღწიე. თვითშთაგონებული (?) ოთხწლიანი ტანჯვის შემდეგ მივხვდი: არ არის აუცილებელი, რომ ან ბიჭი ვიყო ან გოგო. ახლა 21-ე საუკუნეა და თუ ასე მინდა და კომპიუტერითაც შემიძლია წერა, დაე, იყოს ასე.
- Alternate Description
-
Learning to live with my two Hands
I was born right handed.
No, that is not true. I don't know that. What I know is when I was five or six I started writing with my right hand and since then for 21 years I have never felt the need to write with my left. Right was natural.
But then something changed.
I felt the urge, this strange desire to change. I felt limited with only my right. I felt like I had to switch. So I started learning to write with left. I started with alphabet. It was a laborious process but I was determined. I wrote everything with my left, feeling that I should tame it, make it mine, make it as conscious as my right. It was hard. For a year everything was a struggle but I improved. My left got better and I started to enjoy it.
But then, again, something happened.
Left was much better but I felt like it may never be as good or as unforced as my right. So I decided to go back to my right. And found out something terrible: my right didn't belong to me anymore. Or rather I no longer belonged solely to my right. I was struck, I was heartbroken, but worse of all I was lost, so lost. I felt like neither hand was mine anymore.
I wanted to gain another hand and I lost both. It was a nightmare, which lasted too long until finally I reached the moral of the story.
After 4 years of self(?) induced suffering this is what I realized: I don't have to be a boy or a girl. It is 21st century and if I am so inclined and I can write on a fucking computer just fine. - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_596
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:30:03+01:00
- Skapat datum
- 2017-01-18T21:10:28+01:00
Del av Cross