Photograph
- Titel
- Photograph
- Beskrivning
- გიფიქრიათ იმაზე, რომ როცა ლესბოსელთა ურთიერთობებზე გიყვებიან, უმეტესად ძირითადი საკითხია ის ურთიერთობები, სადაც ადამიანებს ორიენტაციის გამო აქვთ პრობლემები?! მე კი მინდა მოგითხროთ ისტორია, რომელიც დაგანახებთ, რომ ლესბოსურ ურთიერთობებშიც ზოგჯერ სწორედ ისეა ყველაფერი, როგორც ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში და არშემდგარი ურთიერთობების საფუძველი ყოველთვის ორიენტაცია არ არის. თხრობას დავიწყებ იმის გახსენებით, რომ ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი ხნის წინ ვნახე ის პირველად და მაშინვე დატოვა ჩემში ინტერესის მარცვალი, თუმცა ჩემი გაუბედავი ხასიათის გამო ვერც კი გავიცანი; შემდეგ შეყვარებული ყავდა და ჩემი ტაბუა არასდროს ჩავერიო ურთიერთობებში. გავიდა ხანი და მის ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამეები, რომ საშუალება მომეცა გამეცნო პირადად. თუმცა, ჩემი მორიდებულობის გამო და იმიტომ, რომ ყოველთვის მაკლდა თავდაჯერებულობა და მეგონა რომ არ დაინტერესდებოდა ჩემით, რადგან ვფიქრობდი რომ არ ვარ ლამაზი. იმდენი ხანი ვიფიქრე როგორ მოვქცეულიყავი, რომ ამასობაში მისი გული სხვამ დაიკავა. ტიპური ადამიანური შემთხვევაა… თუმცა, ერთი ლამაზი მომენტი სულ მემახსოვრება, როცა ბათუმში ზღვის სურნელით თავბრუდახვეულმა, გავბედე და როცა მოსასალმებლად მოვიდა, კისერში ოდნავ ვაკოცე... ვიცი, ამ ზაფხულში გამბედაობის ეს გაელვება კიდევ დიდხანს მომგვრის სევდიან ღიმილს; არადა იქნებ უფრო მეტი შემეძლო ?! თუმცა, ამაზე ფიქრს აღარ აქვს მნიშვნელობა. ქალაქში უკვე ზამთარია.
- Alternate Description
-
Have you ever noticed that when you’re told about lesbian relationships, the main issue is usually the relations where people have problems because of their orientation?!
On my part, I want to tell you story which will make you see that in lesbian relationships are sometimes the same problems as in heterosexual ones; thus, unsuccessful relations aren’t always based on orientation issue. Let me start by recalling that I saw her for the first time more than a year ago. She awoke my interest immediately, but because of my shyness I never got to talk to her. Then she was in a relationship and my principle is never to interfere in relationships. After some time in her life happened such things that I at last got to know her personally. However, I tend to be shy, I have always lacked self-confidence and also I thought that she wouldn’t be interested in me, because I’m not beautiful. Before I was thinking what to do, someone else took her away from me. This is just typical human thing…
However, I will always remember one delightful moment in Batumi; smell of the sea made me dizzy and when she came to greet me, I had the courage to slightly kiss her neck… I know that this flash of courage will be the cause of my sad smile for a long time; but what if I could have gone even further?! Never mind, there isn’t any sense in such thoughts.
It’s already winter in the city. - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_597
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:30:20+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T09:49:30+01:00
Del av Photograph