High heels
- Titel
- High heels
- Beskrivning
- მე ვარ ტრანსგენდერი ნატა. ძალიან მწარედ მახსოვს ერთხელ მეგობართან ერთად ვმგზავრობდი 51 ნომერ ავტობუსით, როცა მოვიდა კონტროლიორი და ბილეთი მომთხოვა. ბილეთის წარდგენის შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა რომ „პიდარასტი“ ვარ და ორი ბილეთი უნდა მქონდეს. სხვა შემთხვევაში ავტობუსი უნდა დავტოვო. შელაპარაკება მოგვივიდა და ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი მე მიჭერდა მხარს, ხოლო მეორე ნაწილი მლანძღავდა. ენით ვერ გადმოვცემ როგორი საშინელება იყო. მომიწია ჩამოსვლა, ვინაიდან მეგობარი ბიჭი მახლდა და უხერხულად ვიგრძენი მასთან თავი. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ავტობუსში გაგრძელდა გარჩევა და მსჯელობა იმის თაობაზე უნდა ჩავსულიყავი თუ არა იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. სახლში ძალიან მოწყენილი და გაღიზიანებული მოვედი. მახსოვს, ორი დღე სახლიდან არ გამოვდიოდი; ჩემი მეგობარი კი მიხსნიდა, რომ ყველა ვერ გამიგებს და ვერ მიმიღებს. თუმცა, იმ გულის ტკენაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ქართულ საზოგადოებას თავისი ცხოვრება არ აქვს და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის მეტი არაფერი იციან.
- Alternate Description
- I am transgender Nata. I remember one accident very bitterly: I was on the bus with my friend, when a controller came to me and demanded a bus ticket. After I showed him my ticket, he turned around and told me that I am a ‘pervert’ and I have to have two tickets. Otherwise, I have to leave the bus. We began to fight and passengers got involved as well. Some of them were supporting me, while another group was calling me names. I can’t even describe this horror. Eventually, I decided to leave the bus, because I was with my friend and I felt awkward in the situation. Even when I was leaving, people continued to discuss whether I deserved banishment for my identity of transgender woman. I was extremely sad and upset. After the accident I wouldn’t leave home for two days; meanwhile my friend was explaining me that not everyone can understand and accept me. But there is something even more painful than this heartbreak: in Georgian society people don’t have their own private lives and consequently they do nothing but sticking their noses in other peoples’ lives.
- Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_598
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:30:44+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T09:52:52+01:00
- Sidor på webbplatsen
- Introduction
Del av High heels