A Ring
- Titel
- A Ring
- Beskrivning
- ეს ბეჭედი ჩემთვის ასოცირდება ახალი ცხოვრების დაწყებასთან, პოზიტივთან. ადამიანმა, რომელმაც ის მაჩუქა, იყო პირველი ადამიანი ვინც გამაცნო ლგბტ საზოგადოება. ამ პერიოდამდე ვიყავი ბევრად უფრო დეპრესიული და მარტოსული, ვიდრე ახლა. ჩემთვის იმ პერიოდში არსებობდა მხოლოდ ორი რამ, სკოლა - სახლი, თუმცა სკოლაშიც მუდამ ჩემთვის ვიყავი. მყავდა მხოლოდ ერთი მეგობარი, რომელიც ცდილობდა ჩემს გაგებას, მაგრამ მაინც ზედმეტად მიმაჩნდა თავი საზოგადოებაში, გარიყულად. ხოლო ამ ადამიანის გაცნობდით დაიწყო ახალი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ბევრად უფრო თავისუფალი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად ესმოდათ ჩემი და ისეთი შებოჭილი აღარ ვიყავი. ამ ბეჭდით კი მან გადმომცა პოზიტიური ენერგია, რაც ჩემს მუდმივ თანამგზავრად იქცა. მსგავსი საკითხების, როგორიცაა ენერგიები, ჯერაც ვერ გავერკვიე მჯერა თუ არა, მაგრამ ამ შემთხევაში - მჯერა. მჯერა, რომ მუდმივად თან მაქვს ის პოზიტიური ენერგია, რაც მან გადმომცა, რის დანახვასაც ყველაში და ყველაფერში ვცდილობ. მიმაჩნია რომ ყველაფერში, ყველაზე ბნელ დროსაც კი, შეიძლება იპოვო სინათლე.
- Alternate Description
-
I associate this ring with the beginning of new life, new positive perspective. This ring is a gift from the person who introduced me with the LGBT community.
Before this renewal I tended to be lonelier and more depressed. At that time, for me there were only two things, school and home, but even in school I was lonely. I had only one friend who was trying to understand me, but all the same, I still felt alienated and rejected.
Meeting this person was the beginning of a new era in my life and now I feel much freer. I have met people who really understand me and I no longer feel repressed. By giving me this ring, she granted me positive energy. Generally, I can’t decide yet whether I can believe in things like energies, but in this case, I do believe. I believe that I constantly carry this positive energy, which she granted me and I’m trying to find it in everyone and everything. I believe that, even in the darkest times, it is always possible to find light. - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_599
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:31:35+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T09:54:55+01:00
- Sidor på webbplatsen
- Introduction
Del av A Ring