Sticker
- Titel
- Sticker
- Beskrivning
- მეგობრების სიმრავლით არასდროს გამოვირჩეოდი. განსაკუთრებით სკოლის პერიოდში. სამართლიანობისათვის და თანასწორობისთვის მებრძოლი ბავშვი ვიყავი და ალბათ არაკომფორტული ურთიერთობისთვის. ახალ სკოლაში მე-7 კლასში გადავედი. იქ დავმეგობრდი ერთ გოგოსთან, რომელთანაც სერიოზულობისა და სიცილ-მხიარულების ტალღას ვიყოფდით, ერთად დავდიოდით შატალოზე, ვათვალიერებდით პროდუქციას მაღაზიებში, ვღლაბუცობდით და ა.შ. რაღაც პერიოდში დავაფიქსირე, რომ ამ გოგოს ცოტა სხვანაირი აღქმა დავიწყე, უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე, ვაკვირდებოდი სახეს, ტუჩებს, მიმიკებს, მიხვრა-მოხვრას, თეძოებს, მკერდს.. და ალბათ ვერ გავაკონტროლე სიხშირე რომ თვითონაც მიმითითა, მკერდზე რატომ მიყურებო. ვერ ვიტყვი რომ ჩემი ლტოლვა და ინტერესი გაცნობიერებული მქონდა მაგრამ მას მერე დავბლოკესავით მსგავსი ფიქრები.. (ტატუს я сошла с ума-მდე არც მქონდა ლესბოსურ სიყვარულზე წარმოდგენა) მიუხედავად იმისა რომ ქალური სილამაზე განსხვავებულად მომწონდა, ხშირ შემთხვევაში ღადაობით ვხსნიდი რომ "მენაშე" ვიყავი და "კაცის მიდრეკილებები" მქონდა. მერე ''ასაკიც დამიდგა'', დავიწყე საკუთარი სექსუალობის ძიება ჰეტერო ურთიერთობაში და ქალურ სამყაროს მოვწყდი. როდესაც დავუბრუნდი სექსუალობის, გენდერისა და ორიენტაციის განსხვავებული აღქმები მქონდა. ბევრი პატარ-პატარა ისტორია შემიძლია გავიხსენო მაგრამ განსაკუთრებულად ერთი მახსენდება. გადავწყვიტე ჩანთაზე, რომელსაც სულ ვატარებ, მიმეკრო სტიკერი, რომელზეც ფერადთმიანი გოგონები ერთმანეთს კოცნიან. რაღაცნაირად ამაყად ვგრძნობდი თავს დემონსტრაციულად რომ დამქონდა ეს ჩანთა. მინდოდა ვინც ჩანთაზე სტიკერს შენიშნავდა და მერე ჩემს სახეზე გადმოინაცვლებდა მტკიცე მზედა და სიძლიერე დახვედროდა - "კი ეს მე ვარ.. და ეს შესაძლებელია". ერთხელ დედაჩემს შევხვდი საქმეზე და ვერ გავითვალისწინე რომ პროტესტი ექნებოდა სტიკერის შინაარსზე. რომ დააფიქსირა ძალიან შეწუხდა და გამიბრაზდა: -"რა გაკვრია მაგ ჩანთაზე, გინდა ხალხმა იფიქროს რომ შენც იმნაირი ლეზბიანკა ხარ? სულ ნუ გაგიჟდი, მოხსენი ახლავე". სიმართლე ვთქვა არ იყო არც იმის სიტუაცია რომ რაიმე ამეხსნა და არც არანაირი მოლოდინი რომ დედა გაიგებდა და შემდეგ იმის მიღებას შეძლებდა რომ მე აგენდერი უფრო ვარ, ვიდრე ქალის გენდერულ ჩარჩოებში არსებული, და რომ ჩემი სექსუალობა ორიენტაციით ვერ განისაზღრება. ხოდა მეც ავაძრე ეს სტიკერი ჩანთას და ნაგავში გადავაგდე.
- Alternate Description
-
I never had many friends, especially in school period. As a kid, I used to fight for justice and equality and probably I was uncomfortable for friendship. In 7th grade I moved to a new school. I became friends with one girl with whom I shared waves of fun and seriousness, we used to skip classes, go to shops, fool around… At centain point I noticed that I had begun to look at my friend somewhat differently; I thought about her more frequently, I was observing her face, lips, her facial expressions, manner, her hips and breasts… Probably I was staring too much, because she asked at one point, why I was looking at her breasts. I can’t say that I was conscious of this interest and attraction, but after this incident I kind of repressed my thoughts (and I didn’t know anything about lesbian love before discovering t.A.T.u’s я сошла с ума)… I enjoyed feminine beauty exceptionally, but I used it explain it by joking that I was a ‘womanizer’ and I had ‘man’s inclinations’.
Then I ‘came out of age’, I experimented with my sexuality in heterosexual relationship and I lost touch with women’s world. When I returned to it, I already had other conceptions of gender, sexuality and sexual orientation. I can tell you many anecdotes from my life, but this one comes to my mind most persistently. I decided to put on my bag a sticker where girls with colourful hair are kissing each other. I felt somewhat proud that I was carrying this bag demonstratively. I wanted anyone, who would see this sticker and then look at my face, to be met with my strength and steady gaze: “Yes, that’s me… and it is possible.” Once I had to meet my mother and it somehow evaded me that she would react against the sticker. when she saw it, she became very upset and angry: “What have you sticked on that bag?! Do you want people to think that you are a dyke as well? Stop this madness and remove it right now!” To tell you the truth, it wasn’t an appropriate situation to explain her anything and moreover, I never expected my mother to understand and accept that I am more of an agender than someone in the gender framework of woman and that my sexuality doesn’t fit any orientation. So I just removed the sticker from my bag and threw it into the trash can. - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_602
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:32:39+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T10:00:09+01:00
Del av Sticker