Braid
- Titel
- Braid
- Beskrivning
- როგორ გავქვიარდი – გრძელი ამბავი მოკლედ თინეიჯერობისას საკმაოდ ბავშვური, გრძელთმიანი გოგო ვიყავი. ყველა მუდამ იმას მეუბნებოდა, თუ რა ლამაზი და მშვენიერი გრძელი თმა მქონდა. მე კი მორცხვი ვიყავი და ამ კომენტარებისა და ყურადღების გამო თავს მუდამ უხერხულად ვგრძნობდი. თუმცა იმ პერიოდში თმა როგორღაც მაინც ჩემი მთავარი მახასიათებელი იყო. მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი; თმა როგორღაც ჩემი “არასწორი მეს” ნაწილი იყო, რომელიც სინამდვილეში მე არ ვიყავი ან არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. თმა ჩემი “ზედმეტი” ნაწილი იყო, რომელიც ყველას მოსწონდა, ჩემ გარდა. და ამან სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. ერთი პერიოდი ეგზისტენციალური კრიზისი მქონდა, მაშინ როცა გავაცნობიერე, რომ არ მინდოდა იქ ყოფნა, სადაც ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ამ პერიოდში მრავალი ეჭვი და კითხვა მაწუხებდა. მინდოდა, წარსულთან, “არასწორ მესთან” ყოველგვარი კავშირი გამეწყვიტა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. ადამიანებს შინაგანი პროცესების “მოსანიშნად” რაიმე უფრო ხელშესახები სჭირდებათ ხოლმე; მე ჩემი “ტრანზიციის” სიმბოლოდ თმა დავინახე. ბევრჯერ მიფიქრია თმის შეჭრაზე, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ შემდეგ “უკანდასახევი გზა მოჭრილი მექნებოდა” და ეს გარკვეულწილად მაშინებდა. მაგრამ შემდეგ მივაღწიე ეტაპს, როდესაც ჩამოვყალიბდი და მივხვდი, რომ უნდა მეღიარებინა ის, რაც ჩემში ხდებოდა; საკუთარი თავი უკეთ შევიცანი, თითქოს ჩემი პიროვნების კარი შევაღე და საკუთარი მეს ძებნაში ხანგრძლივ და აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაში წავედი. ბოლოსდაბოლოს, ჩემი დაბადების დღეზე მოვახერხე და თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი. ეს არც მინანია. ასე რომ, შეიძლება ჯერაც არ ვიცი, სად წავიდე, მაგრამ იმის თავისუფლება მაინც მოვიპოვე, რომ წავიდე, სადაც მომინდება და ვიცოდე, ვინ ვარ. პ.ს. ბონუსად, იმ თმის გარეშე უფრო მეტად დავემსგავსე ქვიარს ;)
- Alternate Description
-
How I unstraighted myself - long story short
During my teenage years I was some pretty childish girl with a long long hair. Everybody around me always commented on how awesome and beautiful my long hair was. Because of being a shy person, I always felt awkward with those comments and 15-second-long “spotlights”.
Anyway, the hair was somehow the “key characteristic” of my appearance and me in those days.
But gradually I realised I wanted to get rid of it; it appeared to be some tie to my-wrong-self, not the one I truly was or I wanted to be. The hair was somehow “extra” part of me, accepted and appreciated by everyone, but not me.
And it gained some symbolic meaning. There was a period when I was “existentially” lost, realising I wasn’t in a place I wanted to be but I didn’t know where I should go, period of many self-doubts and hesitations. I wanted to cut all the ties with the past, with the “wrong” me, but I had no courage. I saw my hair as a symbol of my “transition”, as people usually need some tangible milestones for “ticking” internal processes. I’ve thought of cutting my hair many times, but couldn’t do it, thinking “there was no way back” and was a bit afraid of it.
But later I got at the point when I was really definite in myself, knowing I had to admit things inside me and became more self-conscious, like I opened the door into my personality and went in a long journey to discover many things there, searching for The Self.
Then I finally managed to do it and cut my hair really short (on my birthday). No regrets. So, maybe I still don’t know where I should go, but at least I’ve gained freedom to go wherever I want as long as I know who I am.
P.s. as a bonus, I looked more queer without that hair ;) - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_603
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:32:58+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T10:03:44+01:00
Del av Braid