Pendant
- Titel
- Pendant
- Beskrivning
- მაშინ ეს გულსაკიდი გულის ამაჩუყებელ საჩუქრად მეჩვენებოდა, ჩემი მისდამი უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლოდ. იმ შესანიშნავ დროს ფრთაშესხმული ვიყავი, ვოცნებობდი, მიყვარდა, მასთან სამუდამოდ ყოფნის იმედი მქონდა. ახლა რეალობას შევეჯახე. დამსხვრეული ვარ, გატეხილი ჭიქა კი, როგორღა გამრთელდება? ამ დრომდე არ ვიცი, რატომ ვინახავ ამ გულსაკიდს, ის ხომ ახლა მხოლოდ ჩემი დანაკარგის შეხსენებაა, იმისა, თუ რამდენად არარაობაა ჩემი არსებობა. იქნებ, ჯერ კიდევ მიყვარს, ან იქნებ იმის თქმა მსურს, რომ მახსოვს; მახსოვს, როგორ ვუყვარდი; ვუყვარდი ყველაფრის მიუხედავად და მე ამას ვგრძნობდი; იმდენად ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, საკუთარი თავის სიძულვილი სადღაც გაქრა და მე ბედნიერი ვიყავი. ახლა კი საკუთარი ანარეკლი ასჯერ უფრო მეტად მძულს. ნუთუ ისევ გავხდები ვინმესთვის საყვარელი? ნუთუ მეყოლება ოჯახი? ნუთუ? ნუთუ? რამდენი კითხვაა და არცერთი პასუხი. ეს ყველაფერი ისეთი სისულელეა. თავს ურჩხულად ვგრძნობ ზღაპრიდან „ურჩხული და მზეთუნახავი“, უბრალოდ ჩემნაირი ურჩხული მშვენიერ პრინცესას არ ელოდება, რომ ის განკურნოს. მე უკურნებელი ვარ. ეს ავადმყოფობა შიგნიდან მჭამს, ჭამს ყველაფერს, რაც მიყვარდა და რასაც ვაფასებდი. წარსულში დავბრუნდებოდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ნამსხვრევებად არ ვქცეულიყავი, ეს შთანმთქმელი ტკივილი რომ არ გამომეცადა. სხვებიც უფრო იოლად იცხოვრებდნენ... უჩემოდ...
- Alternate Description
- At that time I thought this pendant was a touching gift, a symbol of my boundless love for her. In those wonderful days I was elated, I dreamed, I loved, I hoped for eternity with her, and now I am broken on the rocks of reality. I am broken into small pieces so can a broken glass be whole again? I do not know to this day why I keep this pendant, now it is in fact a reminder of my loss, about how worthless my essence is. Maybe I still love her, or maybe I want to say, that I still remember her, I remember the time she used to love me, she loved me in spite of everything, and I felt it, felt it so deeply that I started to love myself, all hatred towards myself disappeared somewhere and I was happy. And now I hate the reflection of myself a hundredfold. Will I be loved again? Will I be able to have a family? Will I? Will I? So many questions, but no answers. It's all so stupid. I feel like a beast from a fairy tale "Beauty and the Beast," only a beast like me is not waiting for a beautiful princess to heal him. I am not curable. This disease eats me from inside, it devours everything that I loved and valued in myself. I would go back in the past and would do anything not to break into small pieces, not to know this devouring pain, and the others would live better… without me…
- Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_604
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:33:19+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T10:06:26+01:00
- Sidor på webbplatsen
- #Personal Belongings
Del av Pendant