Hairpin
- Titel
- Hairpin
- Beskrivning
- ….. და ეს იყო საოცარი შეგრძნებების ნაკადი, იმიტომ რომ ქალთან ურთიერთობისას გრძნობ, რომ შენს პარტნიორს ყველა შენი საჭიროება ესმის; ყველა შენი შეგრძნების მიმართ არის ემპათიური; თქვენ რომანტიულ თავგადასავალთან ერთად აუცილებლად გაქვთ ამხანაგობა, ერთიანდებით ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩემთვის ეს იყო პოლიტიკური გაძლიერების უდიდესი გზა. როცა თავად აწყდები როგორი ამოვარდნილი ხარ ჰეტერონორმატიული, პატრიარქატული სივრციდან, გინდა ხმამაღლა იყვირო: - რომ შენ აქ ხარ! რომ შენ ქალი ხარ! რომ შენ გიყვარს ქალი! ქალი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რა გჭირდება. ქალი, რომელიც არ გეკონკურენტება და არ ცდილობს სივრცეები წაგართვას. პირიქით, სურს რომ ყველა სივრცეში შენთან ერთად ინტეგრირდეს. ჩემთვის ამ ურთიერთობის რეპრეზენტაცია თმის სამაგრია, რომელიც მარიამმა ლონდონიდან ჩამომიტანა. ჰო, უცნაური საჩუქარია ლონდონიდან, მაგრამ მთავარია ტექსტი : “ აი შენ პატარა თმის სამაგრები, სულ რომ ეძებ, ბევრი გექნება და ადვილად იპოვნი.” ეს ნიშნავს იმას, რომ ქალებმა ყოველთვის იციან, მთლიანობა იქმნება დეტალებით, რომლებიც კაცებისთვის ასეთი უმნიშვნელოა. ნიშნავს იმას, რომ კაცებს რომლებსაც საჯარო სივრცეებში აქვთ გლობალურ საკითხებზე საუბრის საშუალება - თუნდაც იმაზე როგორ იჩაგრება ქალი - ყოველთვის ავიწყდებათ, რომ ჰყავთ სახლში დედები, დები, ქალი პარტნიორები, შვილები და რატომღაც ვერ ხვდებიან თავიანთი თეორიების ლოკალურ პრაქტიკაში გადმოიტანას; ავიწყდებათ ის დეტალები, რომლებიც ჩვენ უამრავ რესურსს გვართმევს და იძულებულები ვხდებით ამ დეტალებზე ვილაპარაკოთ. ქალებს არ სჭირდებათ მითითება, როცა თავს შეუძლოდ გრძნობ სადილი მოგიმზადონ, სახლი დაალაგონ და პასუხისმგებლობები აიღონ. ჩემი სიტყვები არ ასახავენ იმ გრძობას, რასაც მარიამის მიმართ განვიცდი, რადგან არ შემიძლია… საბოლოოდ მე და მარიამი ერთად აღარ ვართ და ეს ჩემთვის პრობლემა იყო არა მხოლოდ ემოციურ , სენტიმენტალურ დონეზე. თითქოს ეს იყო პოლიტიკურ განაცხადზე უარის თქმა, ლესბოსური სეპარაციის უარყოფა, რამაც ასმაგად მტკივნეული გახადა ეს დაშორება. უბრალოდ მინდა რომ მარიამმა იცოდეს, ეს იყო საუკეთესო ურთიერთობა, პოლიტიკური კომფორტის ზონა (ჩემთვის) და სოლიდარობის უდიდესი აქტი. ამიტომ მარიამი ვერასდროს იქნება ჩემი ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც ურთიერთბას გავწყვეტ! იმიტომ რომ ჩვენ ქალები ვართ და წინ დიდი, ერთობლივი ბრძოლა გველოდება!
- Alternate Description
-
…And it was an amazing stream of sensations, because when you’re in a relationship with a woman, you see, that she understands all your needs; she is emphatic to all your feelings; you’re having not only a romantic adventure but you are also comrades, you unite against oppression. For me this experience was an immense way towards political empowerment. When you find yourself excluded from heteronormative, patriarchal world, you want to cry out that - YOU ARE HERE! YOU ARE A WOMAN! AND YOU LOVE A WOMAN! you love a woman who knows best what you need; a woman who doesn’t compete with you and doesn’t try to rob you spaces. On the contrary, she wants to integrate in any space with you.
For me this relationship is represented by a hairpin, which Mariam brought me from London. Yes, it is a strange thing to bring from London, but more important is her comment: “I’ve brought you these small hairpins. As you’re constantly looking for them, now that you have more of them, it will be easier to find.” This means that women always know that the whole is made from details, which are so insignificant to men. This means that men who are entitled to give speeches in public spaces about global issues (they may even talk about women’s oppression) tend to forget that they have mothers, sisters, partners and daughters and for some reason they don’t see the need to realize their theories in local practice; they tend to forget those details, that take so many of our resources and then we have no other choice but to talk about these details.
Women don’t need to be told to cook the dinner, clean the house and take responsibilities when you’re ill; they do it without saying. My words can’t express the emotion which I have towards Mariam, I can’t describe it… Me and Mariam are no longer together and for me this was a problem going beyond emotional and sentimental level; it was like separating from the political statement, like denying lesbian separatism and this is the reason why this break-up has been so painful for me. However, I want Mariam to know that this was the best relationship for me, political comfort zone and the greatest act of solidarity. So Mariam can never be my ex-girlfriend with whom I will break up! This can’t be, because we’re women and a long, united struggle awaits us! - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_605
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:33:38+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T10:08:16+01:00
Del av Hairpin