Hoodie
- Titel
- Hoodie
- Beskrivning
- რომ შეხედავ ჩვეულებრივი ჰუდია, არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ რომ დამეკარგოს, მართლა მეწყინება, იმიტომ, რომ პატარა მაქვს მეთქი რომ ვუთხარი, გამოსაცვლელი რომ მჭირდებოდა, მიპასუხა „არაუშავს, სამაგიეროდ ჩემი საყვარელი ფერიაო“. ერთხელ, ჩემი წამოსვლის წინ ცოტა ხნით ადრე რომ ვიჩხუბეთ, იმ დონემდე ვიყავი გაბრაზებული, რომ ყველაფერი ერთ ადგილას დავუყარე, რაც კი ჩემთან ჰქონდა დარჩენილი ან დატოვებული. კარგია, ერთი სიტყვით დამეთანხმა, ყველაფერი დაკეცა, ჩაილაგა და... ეს სვიტრი დატოვა, არადა მახსოვს ესეც სხვა ნივთებთან ერთად მივაგდე. მერე შევრიგდით, იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, რომ უაზრობა იყო ერთად ყოფნის უკანასკნელი დღეები არ გამოგვეყენებინა. მერე ისევ ვიჩხუბეთ, შევრიგდით, ვიჩხუბეთ, შევრიგდით, ვიჩხუბეთ. და ეს სულ რამდენიმე დღეში შევძელით. ახლა girlfriend-ის სტატუსი აღარ გვაქვს ერთმანეთისთვის, მაგრამ როცა ხედავს რომ მისი ჰუდი მაცვია, თვალები უციმციმებს. მოკლედ, სტატუსი არ გვაქვს, მხოლოდ მეგობრებად ყოფნაზეც ვერაფრით ვთანხმდებით, მაგრამ რაღაცნაირად მწვანე გვიყვარს, ეს ჰუდიც და ერთმანეთიც ☺
- Alternate Description
-
At first glance, it is an ordinary hoodie, nothing special, but I will get really upset if I lose it. When I needed something to change into and I told her it was small for me, she replied: ‘No big deal as it is my favourite colour.’
Once, just before my leaving, we got in fight and I became so angry that I gathered everything that she had at my place and threw them in pack. She didn’t resist me, she folded these clothes and packed them into her bag… But then I discovered that she had still left this sweater for me, despite the fact that I had thrown it with other things.
Then we got reunited because we decided that it would be nonsense not to use these last days of being together. Then we fighted again and reconciled, fighted, reconciled and fighted again. And we managed to do this in just a few days.
Now we don’t relate to each other as girlfriends, but her eyes are shining when she sees me wearing her hoodie. In short, we aren’t girlfriends anymore, but being just friends still doesn’t satisfy us. Somehow we love colour green, this hoodie and each other. - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_609
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:34:52+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T10:22:15+01:00
Del av Hoodie