Silver ring
- Titel
- Silver ring
- Beskrivning
- ყველა ადამიანი განსხვავებულია გარეგნობით, მანერებით, ემოციური აღქმებით, იმით თუ როგორ აღიქვამს და გრძნობს სამყაროს. ამიტომ კითხვა არ გამჩენია თუ რატომ მქონდა მიმკრთალებული გრძნობები დედაჩემის მიერ ჩემთვის არჩეული საქმროს მიმართ. ჩემს უემოციობას აღვიქვამდი როგორც ჩემს პერსონალურ მოცემულობად და იმად რასთან ერთადაც უნდა მეცხოვრა ქმართან ერთად. ვგრძნობდი რომ მე და ის ბიჭი არასოდეს ვიყავით მარტონი - ჩვენს შორის ყოველთვის იყო ჩემი მიმკრთალებული უემოციო გრძნობები, რომლებთანაც უფრო მეტი კომუნიკაცია მქონდა, ვიდრე კაცთან რომელიც ჩემს საწოლში იწვა. თუმცა, არაჰეტეროსექსუალური ურთიერთობის დაშვებამ ბევრი რამ შეცვალა. მივხვდი რომ პრობლემა ჩემში კი არა გარემოშია, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი „ჩვეულებრივი“. როცა პირველად მივხვდი რომ ქალი მიყვარდა ყველაფერი თავის ადგილებზე დადგა. დღესაც მგონია რომ ადამიანები განსხვავებულები ვართ. ზოგი ლესბოსელია, ჩემსავით და საკუთარ თავში სიცოცხლის არსებობას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა არ აძლევს საკუთარ თავსა და გარემოს ჩატენოს იგი ჰეტერონორმატიულობაში. არასოდეს მიყვარდა ჩემს ორიენტაციაზე ლაპარაკი, ან რომელიმე კატეგორიად თავის განსაზღვრა. ვფიქრობ რომ მჩაგვრელობით ჰეტეროსექსუალობის კატეგორიიდან, სხვა, ამჯერად ლესბოსელის კატეგორიაში თავის გამოკეტვა არანაკლებ ჩაგვრას მოიცავს. თუმცა,ეს იმ შემთხვევაში თუკი თვითიდენტიფიკაციას განვსაზღვრავთ როგორც არჩევანს. არჩევანი გულისხმობს აქტორის არსებობას, რომელიც გამოხატავს თავისუფალ ნებას და ერთი წონის მქონე ორ ან მეტ მოცემულობას შორის არჩევის შესაძლებლობას. საზოგადოებებში, რომლებშიც ჰეტეროსექსუალობა ნორმაა, ნებისმიერი სხვა იდენტობა ავტომატურად იქცევა ცალკე კატეგორიად, რომელშიც განიდევნება ყველა ის ადამიანი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ნორმას, რომელიც უცხოა, „სხვაა“ და რომლის ხარჯზეც ხდება „ნორმალურის“ განმტკიცება. თავისთავად არსებული გარემოებების დანახვას მივყავართ იმის აღიარებასთან, რომ ჩვენ ვინც არ ვაკმაყოფილებთ „ნორმატიულობას“ ვერ ვიქნებით აქტორები და მითუმეტეს ვერ ავირჩევთ. ჩვენ ავტომატურად ვექცევით იმ „სხვა“ კატეგორიაში, რომელიც უნდა დაჩაგრო იმისთვის რომ განამტკიცო „ნორმალურის“ არსებობა. ჩემი აზრით ადრე თუ გვიან ვერ გავექცევით იმის აღიარებას რომ ჩაგრულ ჯგუფებს უფრო მეტად არსებული ჩაგვრები აერთიანებთ ვიდრე პერსონალური არჩევანი.
- Alternate Description
-
All people are different in appearance, manners, emotional perception, by the way how they perceive and feel the world. So I didn’t question why I had faint feelings for the fiancé selected by my mother. I perceived my lack of emotions as my personal state, something I had to live with together with my husband. I felt that me and the boy were never alone – there was always my faint unemotional feelings between us with whom I would communicate more than with the man who was lying in my bed. However, allowing non-heterosexual relationships has changed a lot. I realized that problem was not within me, but in the environment, which forced me to be "normal". The first time I realized that I was in love with a woman everything fell in its place.
I still think that we - people are different. Some are lesbians like me and only time they feel alive is when they do not let themselves and environment to push into heteronormativity.
I never liked to talk about my orientation, or determining myself as any of the categories. I think that locking yourself up from heterosexuality to being a lesbian is no less oppressive. But this is only in case we determine self-identification as a choice. The choice implies the existence of an actor that expresses free will and the possibility of making choice between two equal givens.
In the societies where heterosexuality is a norm, any other identity automatically becomes a separate category which expels everyone who does not fit in the norm, who is a stranger, “other” and on the expense of whom the “normal” is reinforced. Seeing the existing circumstances lead us in recognizing, that we, who do not fit in “normativity” can never become actors and especially can not choose. We automatically fall under the category of “others”, who should be oppressed in order to reinforce the existence of “normal”. I think sooner or later we can not avoid recognizing that the oppressed groups are united by the oppression rather than by personal choice. - Identifierare
- SE_UNSTRAIGHT_610
- Typ
- User contribution
- Åtkomsträttigheter
- accessible to public
- Status
- completed
- Redigerat datum
- 2017-01-23T11:35:13+01:00
- Skapat datum
- 2017-01-19T10:25:36+01:00
Del av Silver ring